არქი რამადა ბათუმი

არქი რამადა ბათუმი

არქი რამადა ბათუმი

არქი რამადა ბათუმი ევროპული სტანდარტის მულტიფუნქციური აპარტოტელია, რომლის პარტნიორი Ramada Encore by Wyndham-ია, მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდამ ჰოტელს ენდ რესორტს“-ს (Wyndham Hotels and Resorts) ბრენდი. არქი რამადა ბათუმი გამორჩეულია, როგორც სამშენებლო მასალებითა და ინფრასტრუქტურით, ასევე სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისებით. აპარტოტელში დაგხვდებათ საცურაო აუზი, სპა ზონა, სამორინე, რესტორანი, ბარი, ლაუნჯი, საბავშვო სივრცე, საკონფერენციო და ფიტნეს დარბაზი.

30-სართულიან აპარტოტელში ბინები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. არქი რამადა ბათუმში ბინის შეძენა საუკეთესო ინვესტიციაა, ვინაიდან კომპანია ბინის გაქირავების სრულ მომსახურებას უზრუნველყოფს. არქი რამადა ბათუმი საუკეთესო ადგილას, ახალ ბულვართან მდებარეობს. აპარტამენტების აივნებიდან ზღვის პანორამული ხედები იშლება. აპარტოტელში ყველანაირი პირობაა შექმნილი იდეალური დასვენებისთვის და მთელი წლის განმავლობაში ბინის მფლობელებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

https://archi.ge/ka/block/archi-ramada-batumi

width=1040